დღეს ნინოობაა

01 ივნისი 2024, 11:17 396 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, 1-ელ ივნისს წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი