საქართველოს პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა

31 მაისი 2024, 15:55 361 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მათივე ინფორმაციით, შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი