ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. ბათუმის სპორტის სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, აჭარის დამსახურებული მწვრთნელის და წარსულში ცნობილი მოჭიდავის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს. შეჯიბრებაში საქართველოს სომხეთისა და ყაზახეთის ოთხასამდე მოჭიდავე მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, მათ მედლები, თასებითა და დიპლომები გადაეცათ.