პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) დაიცავენ.
ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოში ტურნირი 27 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად საქართველო ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.