ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიების მხარდაჭერა, რომ ტურიზმი იქცეს ორმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად.
შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი და ეკონომიკური ექსპერტი დაესწრნენ.