18, 22 და 26 ივნისს გულშემატკივარს შეუძლია საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.
მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
გულშემატკივარს სტადიონზე სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები დახვდება. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკა გაიყიდება.