პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია - შარლ მიშელი

28 მაისი 2024, 23:03 399 ნახვა

პარლამენტის მიერ, "გამჭვირვალობის კანონის" მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს, კიდევ უფრო, აშორებს ევროკავშირის გზისგან, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით, მე დავამატებ საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი