საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2024, 12:15 453 ნახვა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად   ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხედრო კომპონენტს.

საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში