“ბათუმმა” გასვლაზე ქუთაისის “მართვე” დაამარცხა

25 მაისი 2024, 20:21 670 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის მე-10 ტურში “ბათუმი” გასვლაზე ქუთაისის “მართვეს” ესტუმრა და მეტოქე 0-2 დაამარცხა.

გოლები თათია შაინიძის და ეკატერინე მალიშევას ანგარიშზეა.

9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელებს 18 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

გელა კიკალიშვილის გაწვრთნილი “ბათუმი” 30 მაისს თბილისში “ნორჩ დინამოსთან” მე-2 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში