საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში “დინამო” ბათუმმა გასვლაზე “დინამო” თბილისი 2-1 დაამარცხა.
39-ე წუთზე ანგარიში გორდეზიანმა გახსნა და თბილისელებმა პირველი ნახევარი მოიგეს.
მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს.
46-ე წუთზე ღუდუშაურმა გაათანაბრა, ხოლო 9 წუთში გამარჯვების მომტანი გოლი მარას ანგარიშზეა.
ამ დროისთვის “დინამო” ბათუმი 30 ქულით მესამე პოზიციაზეა.
შავიზღვისპირული კლუბი მომდევნო ტურში 27 მაისს გორის “დილას” უმასპინძლებს.