თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრა ბათუმის “შავი ზღვის ბიჭების” გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმელებმა “ქუთაისი 2015” 25:17 დაამარცხეს. ფინალის მეორე მატჩი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სპორტი გადმოსცემს.