სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, მესამე სექტორის, სამეცნიერო დაწესებულებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. მომხმარებლისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება და მათი გამოყენება მმართველობასა და ბიზნესში შეხვედრის მთავარი თემა იყო.