ირანში 5 დღიანი გლოვაა გამოცხადებული

21 მაისი 2024, 10:20 399 ნახვა

ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და  ოფიციალური დელეგაციის კიდევ 7 წევრის  დაღუპვას  გლოვობს.

უამრავი ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება თეირანის ვალიასრის მოედანზე. ქვეყანაში 5 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. თეირანი მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს.

ოფიციალური მონაცემებით, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი