ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ბათუმმა” ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში “ნორჩ დინამოს” ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
მატჩში ერთადერთი გოლი სელიმბას გადაცემის შემდეგ ლინდა ანთაძემ გაიტანა.
8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გელა კიკალიშვილის გაწვრთნილ “ბათუმს” 15 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში 25 მაისს ბათუმელები გასვლაზე ქუთაისში “მართვეს” დაუპირისპირდებიან.