,,ეს არის ევროინტეგრაციის გზისკენ წინსვლა” - ასე აფასებენ გამარტივებული წესით ევროპაში მოგზაურობას ხელისუფლების წარმომადგენლები. ფიქრობენ, რომ ეს შედეგი ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით მოუტანს სარგებელს, თუმცა ამასთან ისინი იმ ვალდებულებებსა და რეგულაციებზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის კვეთის შემდეგ მკაცრად უნდა დაიცვან. შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო ოპოზიციაშიც.