პროტესტი თბილისში

19 მაისი 2024, 10:26 265 ნახვა

„ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის” - ამ ლოზუნგით 2 აქციაა დღეს  დაგეგმილი თბილისში. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება,  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება. კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 17:00 საათზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, საქართველოს ეროვნულ არქივთან შეიკრიბება.

მათი მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას  მოედნის პარალიზებაა.

უკვე რამდენიმე დღეა კანონის მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ, მათი მთავარი მოთხოვნა კანონის გაწვევა და ევროკავშირთან დაახლოვებაა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში