თბილისში ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. მრგვალი მაგიდის ფორმატში ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმა იქნება. დელეგაციის წევრები დღესვე გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდებიან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 მარტს დასრულდება.