ხვალ აბუ დაბიში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ლიდერები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.
ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე ტურნირს მცირე ტრავმების გამო გამოტოვებენ. 24 მაისს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრები ცხრა ძიუდოისტით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გუნდურ მსოფლიოს პირველობას დოჰამ უმასპინძლა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ინდივიდუალურში კი ნაკრებიდან ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ლაშა ბექაური ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო.