პეკინში სი ძინპინისა და პუტინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

16 მაისი 2024, 10:58 408 ნახვა

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დიდი სახელმწიფოებისთვის ურთიერთობის ეტალონია - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა და გაუძლო ცვალებად საერთაშორისო ვითარებას.  

პუტინმა  თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა ამჟამად ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში