ბათუმის „დინამო“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ დამარცხდა 

16 მაისი 2024, 09:48 459 ნახვა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ქუთაისელებს სამი ლიდერი გიორგი არაბიძე, მერაბ გიგაური და გია მანჯგალაძე არ ჰყავდათ, ამის მიუხედავად, „ტორპედომ“ თამაში კარგად ჩაატარა და 28-ე წუთზე ელიტონ ჟუნიორმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მსაჯმა ბათუმელთა კაპიტანი მამუკა კობახიძე გააძევა. 10 კაცით დარჩენილმა ჩემპიონმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

შედეგის მიუხედავად, 14 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 23 ქულით ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა, ბათუმის „დინამო“ კი 27 ქულით მესამე ადგილზეა.

მომდევნო ტურში „დინამო“19 მაისს გათამაშების ლიდერ „იბერია 1999“-თან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი