ევროპისკენ მიმავალ მოქალაქეებს, რომლებიც უვიზოდ პირველად იმგზავრებენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განსაკუთრებულად დახვდებიან, მათ საჩუქრები და სიურპრიზები ელოდებათ. ღონისძიებებისთვის ემზადებიან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საიდანაც 28 მარტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით 4 რეისი განხორციელდება.