ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდებიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას აპროტესტებენ.