სანქციები არ არის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, როდესაც ისინი მიაღწევენ კონსენსუსს, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
სტანომ უპასუხა შეკითხვას, ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ისინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს სთხოვენ, მოამზადონ სანქციები საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს. მისი თქმით, საქმე, ჯერჯერობით სანქციებამდე არ მისულა.