ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ კოლეგებს, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან.
თბილისში იმყოფებიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.