ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეკრებილ სტუდენტებს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის სასწავლებლების სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და პროტესტში ერთვებიან.
აქციას შეუერთდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
აქციის მონაწილეები ამ დრომდე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან იმყოფებიან და სასწავლებლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ სტუდენტების ნაწილი შენობიდან გამოუშვას, ასევე მოუწოდებენ, რომ ადმინისტრაცია გაფიცვის რეჟიმში გადავიდეს.
აქციას მართავენ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.