"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გავა - შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2024, 11:41 413 ნახვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მოსმენა 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ  უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში.

„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში, უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი