ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის სახურავს ცეცხლი დილის 6 საათზე გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციის დროს მეხანძრე-მაშველი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშიში ნივთიერების საშუალებით გულისხმობს.