ბათუმში, ოძელაშვილის #11-ში ხანძარი ლიკვიდირებულია

27 მარტი 2017, 00:00 3245 ნახვა

ბათუმში, ოძელაშვილის #11-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის 11 ბრიგადა მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 14 ოჯახი დაზარალდა. ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ევაკუაცია გამოცხადდა და მოსახლეობას საცხოვრებელი დაატოვებინეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო სამსახურის ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი