"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს

04 მაისი 2024, 23:55 381 ნახვა

დედაქალაქში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ. ესწრებიან სააღდგომო ლიტურგიას და ერთად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

თავდაპირველად, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და საიდანაც ქაშვეთის ტაძრისკენ გადაინაცვლეს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში