მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობით - ო'ბრაიენი

04 მაისი 2024, 10:05 346 ნახვა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

 ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, თავის პარტნიორებთან და მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობით“, – აცხადებს ო’ბრაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი