უქმე დღეებში ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს საბაჟო გამშვები პუნქტები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულებრივ და ამ დღეებში გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები არ გაორმაგდება/არ გაიზრდება.
მომსახურების საფასური გაორმაგდება მხოლოდ, შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში 3-6 და 9 მაისს.
შემოსავლების სამსახური განცხადებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია.
მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი კი უქმე დღეებად მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.