პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, სადაც დღეს ინგლისურ გრანდთან, „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
რაგბი ევროპის სუპერთასის სამგზის მფლობელი ინგლისურ კლუბს აქამდე მხოლოდ ერთხელ ეთამაშა. ჩელენჯ ქაფის მიმდინარე სეზონში თბილისში უმასპინძლა და 10:15 დამარცხდა.
„შავი ლომისა“ და „ლესტერ ტაიგერსის“ შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.