ეროვნული ლიგის მე-12 ტური დასრულდა 

03 მაისი 2024, 08:11 409 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტური სამი შეხვედრით დასრულდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“მატჩი უგოლოდ დასრულდა.

გორის „დილამ“ გასვლაზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა, „იბერია 1999“-მა კი ასევე გასვლაზე „სამტრედიას მოუგო 3:0. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს 29 ქულით „იბერია“ ლიდერობს, მეორეზეა „დილა“, რომელსაც 27 ქულა აქვს.

სამეულის ბოლოს კი ბათუმის „დინამოა“ 26 ქულით. ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები 10 და 11 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი