პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.
მოედანზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.