აშშ-ის საელჩოს განცხადება

02 მაისი 2024, 14:04 455 ნახვა

"ეს კანონი და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს" - ასე იწყება საქართველოში ამერიკის საელჩოს გამოხმაურება.

ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ "უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს".

აღნიშნავენ, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას. წერენ, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში