მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში 28 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.