თელ-ავივში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს

30 აპრილი 2024, 11:45 352 ნახვა

ათასობით მომიტინგე გამოვიდა თელ-ავივში და მოითხოვა ჰამასის ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ღაზაში ისრაელ- ჰამასის ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგაც რჩებიან. აქციის მონაწილეები ისრაელის პოლიციას დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც წესრიგისდამცველებმა თელ-ავივში გზები გადაკეტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხუთი მომიტინგე. მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ათობით მძევლის გათავისუფლებას, განახლდა მას შემდეგ, რაც ჰამასის ლიდერები კაიროში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გასამართად ჩავიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში