პროტესტი ტურინში დიდი შვიდეულის ენერგეტიკის მინისტრების სამიტის წინ  

29 აპრილი 2024, 13:14 364 ნახვა

იტალიის ქალაქ ტურინის მახლობლად გამართულ საპროტესტო აქციაზე  მომიტინგეებმა  დაწვეს მსოფლიოს დიდი შვიდიანის ჯგუფის  ლიდერთა სურათები და სკანდირებდნენ -ისინი 7, ჩვენ 99%.

საპროტესტო გამოსვლა დიდი შვიდიანის  ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ გაიმართა, მომიტინგეებმა გადაკეტეს ტურინის ჩრდილოეთ წრიული  გზა.  მინისტრების ორდღიანი შეხვედრა თემაზე "კლიმატი, ენერგია და გარემო" ტურინში დღეს დაიწყება.

იტალია, რომელიც  როტაციით წელს დიდი შვიდეულის  თავმჯდომარე ქვეყანაა,  ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას დიდი შვიდეულის  ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გამომუშავებაში ნახშირის გამოყენების ეტაპობრივი შეწყვეტის  თარიღის დადგენის შესახებ.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში