საპროტესტო აქცია თბილისში

24 აპრილი 2024, 11:37 288 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის მიზნით ახალგაზრდებმა პარლამენტთან აქცია ისევ გამართეს, საიდანაც მოგვიანებით საპროტესტო მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ. სტუდენტების განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. „ ეს არის ქართული კანონი, – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს. იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა, მას შეკრებილები გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მას რომელიმე ტელევიზიის დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ კონსტრუქციულ საუბარს მიესალმება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში