ბათუმში, ზღვაში დაკარგულ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ

24 აპრილი 2024, 10:11 281 ნახვა

მესამე დღეა ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ზღვაში ორი მოზარდი შევიდა. ერთმა ტალღებიდან  გამოსვლა შეძლო, მეორემ კი სანაპირომდე ვეღარ გაცურა.

თვითმხილველები პოლიციამ მომხდარიდან მალევე გამოკითხა. შემთხვევის შესახებ საგანგებო სამსახურმა 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ გაიგო და ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში