ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ისრაელზე განხორციელებული საპასუხო თავდასხმისთვის, მადლობას უხდის.
აიათოლა ალი ხამენეი მოუწოდებს სამხედროებს, დაუღალავად ისწრაფონ ინოვაციებისკენ და შეისწავლონ მტრის ტაქტიკები.
„რამდენი რაკეტა იქნა გაშვებული და რამდენმა მიაღწია სამიზნეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ირანმა ამ ოპერაციის დროს, ნებისყოფა გამოავლინა”, - აცხადებს ხამენეი.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას, ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. პარასკევს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.