აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც დაუჭირა მხარი

21 აპრილი 2024, 14:45 245 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას მოიცავს უკრაინის სასარგებლოდ. კანონპროექტი ეხება ანტირუსული სანქციების გაფართოებასაც. 

კანონპროექტით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს, როგორებიცაა კომპენსაციის ფონდი და უკრაინის მხარდაჭერის ფონდი.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში