პროტესტი გრძელდება

21 აპრილი 2024, 10:01 337 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება 21 აპრილს ისევ პარლამენტთან, ისევ საღამოს 7 საათზე დააანონსეს. უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქი ახალგაზრდული დემონსტრაციის ეპიცენტრია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ჯერ პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით გადაადგილდებიან და ასე ცდილობენ მიაწვდინონ ხელისუფლებას ხმა.

აქციის მონაწილეებმა მარში გუშინაც მოაწყვეს. პრეზიდენტს ათონელის სასახლეში მიაკითხეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც ისევ რუსთაველზე დაბრუნდნენ.

საპასუხო მადლობა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში