გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა.
ნიმუშები, შესწავლის მიზნით, ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაითესება, ხოლო მათი იდენტიფიკაციის შემდეგ, მასალა წარმოშობის ადგილას არსებულ ფერმერულ მეურნეობებს დაუბრუნდება.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.