გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებში, უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას ეჭქვეშ აყენებენ.
შოლცი არ გამორიცხავს, რომ ომი წლობით გაჭიანურდეს.
მისივე განცხადებით, „მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ არსებობს, რომელსაც სჯერა, რომ ამ ომს რუსეთისთვის აზრი აქვს“. ამის შესახებ, შოლცმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ჩინეთმა ღიად დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დასრულებას დაეხმარებოდა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მან სი ძინპინს სთხოვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზეწოლა მოახდინოს ვლადიმერ პუტინზე.