პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვონ.
„გვინდა, შემოგთავაზოთ, მშვიდობიანად, მშვიდად გავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან. მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, დემონსტრანტები, არავინ აჰყვეს პროვოკაციას. წავიდეთ კანცელარიასთან და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ.