უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ფინალის საგზურისთვის დორტმუნდის „ბორუსია და „პარი სენ-ჯერმენი“ იბრძოლებენ. გერმანელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ესპანელებს 2:1 ჰქონდათ მოგებული.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ფრანგებმა ოთხი გოლი გაუტანეს და შეხვედრაც მათთვის სასურველი ანგარიშით 4:1 დაასრულეს.
სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდება ნახევარფინალში ერთმანეთს. პირველი მატჩი 30 აპრილს, განმეორებითი კი 7 მაისს გაიმართება.
დღეს მეოთხედფინალის კიდევ ორი განმეორებითი შეხვედრა ჩატარდება. „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, „არსენალი კი გასვლაზე მიუნხენის „ბაიერნს ეთამაშება.
ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.