“დინამო” ბათუმმა “სამტრედიას” 3-1 მოუგო

16 აპრილი 2024, 23:20 642 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში “დინამო” ბათუმმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში “სამტრედიას” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

ანგარიში 27-ე წუთზე ომრან ჰაიდარმა გახსნა და სამტრედიელები წინ გავიდნენ.

მე-40 წუთზე კი წიტაიშვილის ჩაწოდების შემდეგ ლეო ასუნსეუმ საკუთარ კარში გაიტანა. მატჩის მიწურულს კიდევ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა, ჯერ ღუდუშაურს გაატანინა, შემდეგ კი მუჯირს.

ამ გამარჯვების შემდეგ დემჩენკოს გაწვრთნილი “დინამო” 22 ქულს აგროვებს და “იბერიასთან” ერთად ცხრილის სათავეში იმყოფება.

მომდევნო ტურში ბათუმელები გასვლაზე ფოთის “კოლხეთს” ეთამაშებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში