პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა

16 აპრილი 2024, 22:07 343 ნახვა

აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფსა და სპეცრაზმს შორის სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების საპასუხოდ სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა.

პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტეტო აქცია მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი