''დინამო'' ბათუმი საშინაო მატჩებს 11 მაისამდე ''ბათუმი არენაზე'' ვერ ჩაატარებს

15 აპრილი 2024, 17:13 701 ნახვა

''დინამო'' ბათუმი საშინაო მატჩებს 11 მაისამდე ''ბათუმი არენაზე'' ვერ ჩაატარებს. ამ დროისთვის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს. ორი საშინაო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება - ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

''ძვირფასო გულშემატკივრებო, ჩვენი გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საშინაო მატჩებს აჭარაბეთ არენაზე ვერ ჩაატარებს. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს, რის გამოც 11 მაისამდე მეტოქე გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ვუმასპინძლებთ''. - წერია განცხადებაში.

ხვალ 16 აპრილს ''დინამო'' ბათუმი "სამტრედიას" უმასპინძლებს. მატჩი გიორგი ლეონიძის #15 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში